შარლიზ ტერონი წითელ ხალიჩაზე პოზირებს - ვარსკვლავმა წონაში 16 კილოგრამი მოიმატა

13:32 04-11-2018
1221

ამერიკელი მსახიობი და მოდელი, შარლიზ ტერონი, ახალ მხატვრულ ფილმში, სახიფათო ბიზნესი, მთავარი როლის შემსრულებელია. ფილმი ეკრანებზე, რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა. მაგრამ, ამით არ დასრულებულა, ვარსკვლავის მოღვაწეობა. შარლიზი, ამ ეტაპზე, ახალი მხატვრული ფილმის, ტალის გადაღებაში მონაწილეობს, რომელმაც როლისთვის, წონაში, 16 კილოგრამი ჯერ მოიმატა, შემდეგ კი, დაიკლო.  

მიუხედავად, წონის კორექციისა, ვარსკვლავი, ბრწყინვალედ გამოიყურება. მსახიობი, სან-ფრანცისკოში გამართულ კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე, ტყავის შორტებში და ღრმა დეკოლტეთი პოზირებდა. 

ახალი მხატვრული ფილმი, ტალი, მარტოხელა მრავალშვილიანი დედის, მარლოს, გამოუვალ სიტუაციაზე მოგვითხრობს, რომელიც, მეოთხე შვილს ელოდება. ფილმის, პრემიერა, ივლისის თვეში შედგება. 

იხ: ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე