თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი სრულად დახურა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესის დახურვის მოთხოვნა ბრალდების მხარემ რამდენიმე არგუმენტით ახსნა. მათ შორის იმით, რომ საქმე ეხება ტერორისტულ საქმიანობას და მის ხელშეწყობას. პროკურორების მტკიცებით, საქმე პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დააკავეს ერთი ადამიანი. მოკლულია სამი. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.