ჰლოი კარდაშიანმა მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ქმრის ღალატი ვიდეორგოლის საშუალებით შეიტყო

17:23 04-11-2018
1257

კარდაშიანების ოჯახი, არა მარტო სატელევიზიო შოუს და მრავალრიცხვოვანი ნათესავური კავშირის წყალობით არის ცნობილი, არამედ, წარმოუდგენელი სკანდალებით, სოციალურ ქსელებში და ტაბლოიდებზე.

ჰლოი კარდაშინმა, რომელიც ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე, შვილს ელოდება, რამდენიმე დღით ადრე, მისი შეყვარებულის მიერ, ღალატის ფაქტი შეიტყო.  

სკანდალური ვიდეორგოლი, საინფორმაციო სააგენტო TMZ-მ, გამოაქვეყნა. ვიდეო, დათარიღებულია, 2017 წლის ოქტომბრის რიცხვით, სადაც ჰოლის ბოიფრენდი და მისი შვილის მამა, ტრისტან ტომპსონი, ორ უცნობ ქალბატონთან ერთად ერთობა. მეორე ვიდეორგოლში კი, რომელიც სხვა სააგენტომ გამოაქვეყნა, ტომპსონი, ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ღამის კლუბის სახურავზე, მოდელთან, ლანი ბლერთან ერთად ერთობა. თვითმხილველების განცხადებით, ტომპსონს, სხვადასხვა ქალბატონებთან, სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ. 

ჯერჯერობით უცნობია, ვიდეოს ნახვის შემდეგ, თვით ჰლოის რეაქცია. კარდაშიანების ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, ვიდეორგოლი, სოციალურ ქსელებში, უკვე იხილეს და ტრისტანის ფეისბუქისგვერდი, ქსელიდან გააუქმეს. ტრისტანის ყოფილმა გერლფრენდმა, ემბერ როუზმა კი, ამ უმძიმეს პერიოდში, ჰლოის, გამოუცხადა მხარდაჭერა. 

იხ. ვიდეორგოლი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე