ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები რუსეთს ტერაქტებით ემუქრებიან.
"ისლამური სახელწიფოს" მებრძოლები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს რუსეთში ინტერნეტის მეშვეობით ტერაქტებს აანონსებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, ჯიჰადისტები აქტიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში პოსტერებს ბომბების, ტერორისტების, იარაღებისა და მუქარების გამოსახულებით. ერთ-ერთ პლაკატზე კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული.