"შურისძიებას გამოვრიცხავთ, არავის მიმართ ჩაუდენია დანაშაული" - ვეძისში დაჭრილი ლაშა საჯაიას მამა

20:52 04-11-2018
146

მორაგბე ლაშა საჯაიასა და მის მეგობრებზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა შურისძიება იყოს. მათ ცეცხლი ზემო ვეძისში ავტომობილიდან გაუხსნეს. "იმედი" საჯაიასთან სატელეფონო ჩანაწერს, მამისა და მეზობლების კომენტარებს ავრცელებს.

დაჭრილი ლაშა საჯაია მოტივზე ვერაფერს ამბობს. შურისძიების ვერსიას არც ოჯახი ეთანხმება:

"შურისძიება რომ იყოს, ვიღაცასთან დანაშაული უნდა გქონდეს ჩადენილი, ასეთი რამ არ ყოფილა, თვითონაც ვერაფერს ვერ უკავშირებენ, იძახიან, რომ ვიღაცაში შევეშალეთო" - აცხადებს ლაშა საჯაიას მამა, რამინ საჯაია.

თავდასხმსისას 5 პირი დაიჭრა. ოთხ მათგანს დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. იგი რეანიმაციაში რჩება.

გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. რამდენიმე ადამიანი უკვე დაიკითხა. ვიდეოჩანაწერებს კი სამართალდამცავები სწავლობენ.

 

 

ავტორი: