რობაქიძის საქმის განხილვისას ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასა და საქმის პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა

21:52 04-11-2018
141

სამხარაულის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით, ბუტა რობაქიძის საქმის მთავარი ჩანაწერი, სადაც იარაღი ჩანს, დამონტაჟებულია.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ჩანაწერში „გაუმართლებელი ცვლილებები ფიქსირდება“. ჩვენებამ სხდომათა დარბაზში კამათი გამოიწვია. ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასა და საქმის პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გურამ დონაძეს კითხვების დასმის საშუალება მომდევნო სხდომაზე ექნება.

შეგახსენებეთ, რომ გურამ დონაძეს ვიდეოკადრების გაყალბებას ედავებიან.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.