"არც ისეთი პიროვნება ვარ, რომ ხალხს არ მოეცა ჩემთვის ხმა"- უმრავლესობის დეპუტატი სვეტლანა კუდბა

22:24 04-11-2018
164

უმრავლესობის დეპუტატმა სვეტლანა კუდბამ "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

დეპუტატის განამრტებით დაპირისპირებას ისეთი მწვავე სახე, როგორიც გარედან ჩანს, არ აქვს.

მან ასევე განმარტა, რომ თავის დროზე ხალხმა ხმა მართალია ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, თუმცა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მასაც მისცა:

"ჩემს თავზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მაგრამ არც ისეთი პიროვნება ვარ, რომ ჩემთვის ხალხს ხმა არ მოეცა. ეს იყო ბატონი ბიძინას დამსახურება და იმ ოცნების წარმომადგენლების, ვინც დააფუძნა. ბატონი ბიძინას აზრით, თაოსნობით, დავაფუძნეთ და ერთი ვიყავით ყველა" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას ქართული ოცნების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

სვეტლანა კუდბა დარწმუნებულია, რომ პარტიაში სიტუაცია მალე დალაგდება.

 



ავტორი: