მსახიობ ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება. მსახიობს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
კინოხელოვანს საკუთარი ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს.