პენელოპა კრუზი "Versace"-ს ბრენდის სამოსში პოზირებს - "ამერიკული კრიმინალური ისტორია" - ს სტილი

13:37 04-12-2018
640

2018 წლის იანვარში, ეკრანებზე, სერიალის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა: ამერიკული კრიმინალური ისტორია-ს, ტრილერის მეორე სეზონი დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ სერიალი, ცნობილი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს, მკვლელობის დეტალებს ასახავს. ვერსაჩე, 1997 წელს, მაიამში, სერიულმა მკვლელმა, საკუთარ სახლთან მოკლა. სერიალში, ვერსაჩეს როლს, ედგარ რამირესი, ვენესუელელი მსახიობი, ასრულებს, ხოლო მისი დის, დონატელას  როლს, პენელოპა კრუზი.

აღსანიშნავია, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ, დონატელა, კომპანიის ვიცე პრეზიდენტისა და კრეატიული დირექტორის პოსტს იკავებს.

სერიალის, პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, ვერსაჩეს ოჯახმა, ფილმის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ, მაყურებელმა, სერიალი მოიწონა. განსაკუთრებით, 43 წლის, პენელოპა კრუზის მიერ შესრულებული, ჯანის დის, 62 წლის, დონატელას როლი, სადაც მსახიობი, ქერა თმებში წარმოგვიდგება.  

შესრულებული როლის გამო, მსახიობმა, თაყვანისმცემლების და ბრენდის წარმომადგენლების მხრიდან, უამრავი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.  პენელოპა კრუზი, როგორც ჩანს, Versace-ს ბრენდის თაყვანიმცემელიც კი, გახდა.

რამდენიმე ხნის წინ, კრუზი, მადრიდის ქუჩებში, Versace-ს ბრენდის, შავი ფერის ბლუზით, პოზირებდა! 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე