ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ ლეილა აბაშიძეს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.