ფოთში, ნაბადის უბანში, მე-3 საბავშვო ბაღი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღიდან წაღებულია მუსიკალური აპარატურა.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.