Fredoom House-ის ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ანგარში ფაქტობრივი შეცდომები არის გაპარული.
"ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლო ხელისუფლებას ადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.