დღეს საზოგადოება, ცნობილ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ემშვიდობება. ქართველი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ლეილა აბაშიძე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეილა აბაშიძე, ეკრანზე, პირველად 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში, ქაჯანა სადაც ის, კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა, ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის, მომავალი დიდი კინოვარსკვლავი, მხოლოდ, რვა წლის იყო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა, სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად, გადაიღო. შექმნა, მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების მოლოდინი (1970),კოშკები დუმან (1978) - სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის თბილისი, პარიზი, თბილისი, სცენარის ავტორი და რეჟისორი. 1958 წლიდან, კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
1966 წელს, ლეილა აბაშიძემ, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, სიკო დოლიძის ფილმში შეხვედრა წარსულთან, ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის, პირველი პრემია მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნამდე, კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად, საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს, ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე, ლეილა აბაშიძის მონაწილეობით, ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად, გადაღებული მისი ფოტოები.
მე დღეს, მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან, აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ, ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა, უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს, ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით, წარდგეს, მაყურებლის წინაშე. ჩემთვის, ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს“ - ამბობს ლეილა აბაშიძე.
დღეს, 2 საათზე, ცნობილი ქართველი ვარსკვლავი, ქაშუეთის ტაძრიდან, სამგლოვიარო მსვლელობის შემდეგ, ანდერძის თანახმად, საბურთალოს სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
იხ. ფოტოკოლაჟი: