"თუ ჩავიდინე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო" - თამაზ ელიზბარაშვილი

17:24 04-12-2018
457

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი მის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმს" ესაუბრა. ელიზბარაშვილის განმარტებით ციხის არ ეშინია და თუ დამნაშავეა, მზად არის სასჯელი მოიხადოს:

"გუშინ იყო ჩემთან სამი გამომძიებელი მოსული, დამკითხეს. მე შეუძლოდ ვიყავი. საჩივარი არ არის შესული, როგორც ჩანს, შსს-მ თავის ინიციატივით დაიწყო გამოძიება. გამოიძიონ, მე არაფერი არ მაქვს დასამალი. მე თუ ჩავიდინე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო. მე არც ამათი მეშინია და არც ამათი ციხის. ვისაც ეშინია კი ზის თავზე ვაზელინწასმული. მე არცერთი მთავრობის დროს ვაზელინი არ წამისვია და ასე ვაპირებ ცხოვრებას. პირში ვეუბნევი ყველას სთქმელს და არ გავურბივარ არაფერს " - განუცხადა "პრაიმტაიმს" თამაზ ელიზბარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

ავტორი: