საკრებულოში წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ

09:44 04-13-2018
92

თბილისის საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება.

საკრებულოს წევრები თბილისის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. ასევე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც განიხილება.

დედაქალაქის მთავარ სათათბიროში სხდომა 16:00 საათზე გაიმართება, თუმცა მანამდე ბიუროსა და კომიტეტების სხდომები იქნება. დღის წესრიგით სულ 10 საკითხია გათვალისწინებული. 

 

 

ნინო რაზმაძე