დღეს, პარლამენტში ორ საკითხზე: „გირგვლიანის შესწორებები“ და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მთავარი მიზანი“ იმსჯელებენ.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს ინიციატივის დეტალებს წარუდგენს. ასევე, გაიმართება დისკუსია.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ორი ახალი მუხლი ემატება, რაც სისტემური დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და პროპორციული სასჯელის დაწესება, რადგან მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ არსებული კოდექსი არასაკმარისად მკაცრია.
ამ ცვლილებებს სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.
ნინო რაზმაძე