ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდება

10:05 04-13-2018
66

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა დღეს განახლდება. სასამართლო პროცესი 15:00-ზე გაიმართება.

ხელახლა დაიკითხება ბრალდების მხარის ის მოწმე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე იყო. 

ერთ-ერთი მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ წინა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აქამდე მიცემული ცრუ ჩვენებების გამო მოწმეს არ ენდობა და  შესაძლოა ეს მოწმე დაჭრაში მონაწილე თავადაც იყოს. 

შეგახსენებეთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - 2 დეკემბერს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

ნინო რაზმაძე