ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. მათ მათ 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულები 26 და 27 წლის ორი პირია. ისინი ქალაქ ლინცში აიყვანეს.
საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ. მოპარული ნივთების ღირებულებამ კი საერთო ჯამში 3 000-ს ევროს მიაწღწია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ყალბი გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.