თბილისის აეროპორტში გარდაცვლილი მამაკაცი 28 წლის იყო

13:51 04-13-2018
2389
თეგები: აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც პრაიმტაიმს აეროპორტის პრესსამსახურმა განუცხადა, მამაკაცი 28 წლის ასაკის იყო. 

აეროპორტში ფაქტის შემდეგ, რეისები საათნახევრის დაგვიანებით მაინც შესრულდა.

პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: