ჰლოი კარდაშიანი დედა გახდა! - "ღმერთი მაღალია! მადლობა უფალს ჩვენი პრინცესასთვის!"

15:34 04-13-2018
793

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარდაშიან - ჯენერის ოჯახში მატებაა. ჩიკაგოს და სტორმის, მესამე და, დაემატათ. ჰლოის ახლობლები, ადასტურებენ, რომ კარდაშიანმა, 12 აპრილს, დილით იმშობიარა და გოგონა შეეძინა.

ამ მძიმე წუთებში, მასთან მისი ახლობლები და მეგობრები იმყოფებოდნენ. სამშობიარო პალატაში, მასთან დედა, კრის ჯენერი, დები კიმი და კორნი კარდაშიანები და მისი საუკეთესო მეგობარი, მალიკა ჰაკი იმყოფებოდნენ. როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, მშობიარობის პროცესი, კლივლენდში მიმდინარეობდა. დღეს დილით კი, დები, ლოს-ანჟელესში დაბრუნების დროს, აეროპორტში დააფიქსირეს. 

კლინიკაში, ასევე მის გვედით იყო, ტრისტან ტომპსონი, რომელიც ბავშვის მამაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ტრისტანი, ფეხმძიმე ჰლოის ღალატობს. თუ რა რეაგირება მოახდინა, ამ ფაქტზე, ჰლოიმ, ამ ეტაპზე უცნობია.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჰლოი, ახალშობილთან ერთად, ლოს-ანჟელესში, ოჯახთან ახლოს აპირებს გადასვლას.

საინფორმაციო სააგენტო TMZ-ს ინფორმაციით, რისტანი ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ როცა ჰლოიმ იმშობიარა, ყველაფერი შეიცვალა. ის ფიქრობს, რომ ჰლოი, საკუთარი სურვილით, ახალშობილ გოგონასთან ერთად, კლივლენდში, დარჩება საცხობრებლად. ცნობილია, რომ Keeping Up with the Kardashians-ის შოუს ახალ სეზონში, ჰლოი, მშობიარობამდე განვითარებულ, მძიმე დღეების შესახებ, პიდაპირ ეთერში, ისაუბრებს. 

ბავშვის სახელი, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. ელენ დეჯენერთან ინტერვიუში, ჰლოიმ განაცხადა, რომ გოგონას სახელის პირველი ასო, სავარაუდოდ კ ან ტ იქნება. მისი ცხოვრება, ბედნიერი და მხიარული იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ ორი და, ჩიკაგო და სტორმი ჰყავს. მას სუვილი აქვს, რომ გოგონებმა იმეგობრონ. 

ძალიან აღელვებული ვარ! ჩემი გოგონა, ჩიკაგო და სტორმი საუკეთესო მეგობრები იქნებიან! ღმერთი მაღალია! მადლობა უფალს ჩვენი პრინცესასთვის! - წერს ჰლოი. 

მშობიარობის მეორე დღეს, ჰლოიმ ინსტაგრამზე პოსტი, ჩემი გოგონას მომავალი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა დედის ოცნებაა, რომ მისი გოგონა, სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს და სიმღერის ტალანტი გამოავლინოს.

დადგება დრო, როცა ჩემი გოგონა, 13 წლის ასაკში, Keeping Up with the Kardashians-ის შოუში, პირველ ეპიზოდს ნახავს - წერს ჯიჯი.  

მომავალი გვიჩვენებს, შესრულებს თუ არა, პატარა ქალბატონი, დედის ოცნებებს. ამ ეტაპზე კი, მისი პიველი ფოტოს გამოჩენას დაველოდოთ.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე