ე.წ "გირგვლიანის შესწორებებით" პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კანონი გამკაცრდება - მამუკა მდინარაძე

19:36 04-13-2018
85

დღეს, "გირგვლიანის შესწორებებზე" ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ინიციატივის დეტალების განსახილად შეხვედრა გამართა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა რა ცვლილებები შევა კანონში და როდის მოხდება კანონის პლენარულ სხდომაზე გატანა:

"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და დისკუსია ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით", რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე კანონის გამკაცრებას. ასევე დაფარვა, შეუტყობინებლობა, უნდა იყოს თუ არა უფრო დასჯადი, ვიდრე აქამდე იყო, ამ საკითხმა დღეს გარკვეული დისკუსია გამოიწვია. სწორედ ამ დისკუსიების ფონზე უფრო დახვეწილ კანონმდებლობას მივიღებთ. 13 სხვადასხვა მუხლში  შედის დამაძიმებელ გარემოებად სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სანქციების გამკაცრება. გარდა ამისა, მართლმსაჯულებაში ხელის შეშლა არის ახალი დანამატი და სანქცია გამკაცრდება. ეს ყველაფერი სამომავლო პრევენციისთვის გაკეთდა, მაგალითად აქამდე ჩვენ თუ ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯებოდა 10-დან 15 წლამდე და პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთი, ახლა კანონი ამ პოლიტიკური პირის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება. ამით მოქალაქეებს ვაზღვევთ, რომ ერთი კვირის მერე შეთქმულება აღარ იყოს და არ მოხდეს იგივენაირი დანაშაულების ჩადენა, როგორიც იყო გირგვლიანის შემთხვევაში.

მაქსმიმუმ ორი თვის განმავლობაში უკვე საბოლოო სახით მივიღებთ კანონს. კაკნპროექტზე დღესაც მსჯელობენ და ე.წ დრაფტი უკვე დაინიცირებულია, დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში. ამის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის და იურიდიულ კომიტეტებში და შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორი: