ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს - რა ხდება შემთხვევის ადგილზე? (live)

19:42 04-13-2018
645

თბილისში, ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. 

არსებული ინფორმაციით, გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით,  დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.