დავით ქაცარავა: "არ უნდა ვაპატიოთ არავის არგაღიზიანების პოლიტიკის გატარება"

21:16 04-13-2018
142

ჩემთვის ერთი სიტყვაც კი იმ რუსულ ექსპერტიზაში არის აბსოლუტურად დიდი ტყუილი - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია ლიდერმა დავით ქაცარავამ გადაცემაში თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად განახადა. 

რუსული ექსპერტიზა არის მკვლელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა და რამდენად შეიძლება მას ვენდოთ და ობიექტური იყოს, ამაზე უკვე საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩემთვის ერთი სიტყვაც კი იმ რუსულ ექსპერტიზაში არის აბსოლუტურად დიდი ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ არჩილის მკვლელობის და ის რამაც მთელი საზოგადოება გაგვაგიჟა იქნეს განეიტრალებული. ვფიქრობთ, რომ უნდა ველოდოთ მაინც ობიექტურობას და ვიყოთ ყურადღებით. არ უნდა ვაპატიოთ არავის არგაღიზიანების პოლიტიკის გატარება - განაცხადა დავით ქაცარავამ.