სამართალდამცველებმა, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელეთში დააკავეს.
შემთხვევა გუშინ, ვაკეში, ბარნოვის ქუჩის #77-ში მოხდა, სადაც 25 წლის ქალი ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. მას თავს მამინაცვალი დაესხა, რომელმაც შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა და მიიმალა.