ბარნოვზე მოკლული გოგონას მეგობარი: ,,არ მინდა დაჯერება, რომ ამ საშინელ ტრაგედიაში მასზეა საუბარი"

00:02 04-15-2018
1834

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგონას,  თაკო გამრეკელაშვილს მისი მეგობარი ინგა ქელეხსაშვილი ,,პრაიმტაიმთან საუბრისას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის ასეთ საშინელ სიკვდილს არ იმსახურებდა. 

,,თაკოსთან 18 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ის ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო. მიუხედავად ასაკში სხვაობისა შეგვეძლო საათობით გვესაუბრა და ღამეებიც გაგვითენებია .ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ბოლოს რომ ვისაუბრეთ მითხრა, რომ მელოდებოდა და როდის დავბრუნდებოდი საქართველოში,  ბევრი რამე მაქვს მოსაყოლიო. ბოლო დროს, დატვირთული გრაფიკის გამო ერთმანეთს ხშირად ვერ ვეხმიანებოდით.  საუკეთესო ადამიანი, უნიჭიერესი და  ულამაზესი ადამიანი იყო.  არ მინდა დაჯერება რომ ამ საშინელ ტრაგედიაში მასზეა საუბარი. არ იმსახურებდა ის სიკვდილს, მითუმეტეს ასეთ საშინელ სიკვდილს. არ მყოფნის ძალა რომ მის ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალება მივუსამძიმრო. მის მეუღლესაც ვიცნობ. კარგი ადამიანია. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თაკოსაგან ვიცი, რომ ეხმარებოდა ორი პატარის მოვლაში  - ამბობს ქელეხსაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე 24 წლის 24 გოგო ყელი გამოჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თეონა აბესაძე