ფოთში წელს პირველად ქალაქის დღეს ზეიმობენ. "ფოთის დღეები 2018" საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, კვირაცხოვლობას აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. მოეწყობა ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა, ასევე, არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია-ექსკურსია კოლხურ მუზეუმში.
ფოთელები ნიკო ნიკოლაძის ძეგლს ყვავილებით შეამკობენ. გაიმართება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია და კვინტეტ "ურმულის" კონცერტიც.
ქალაქის დღისადმი აღსანიშნავი ზეიმი ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული ღონისძიებით დასრულდება. ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“ და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან.