პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს მდივანი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე კონსულტაციებს გამართავს

11:25 04-15-2018
97

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველშვილის დავალებით უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციების შედეგად კი პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს:

"უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს. პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები  გავმართო. შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი  კონსულტაციების შედეგად  მიიღებს"- განაცხადა რაქვიაშვილმა. 

ავტორი: