ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

11:38 04-15-2018
288

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ  ვეფხია ბაქრაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ადვოკატი დაკავებულს დღეს იზოლატორში შეხვდება. როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვეფხია ბაქრაძეს ბრალს 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

ბრალის წარდგენა ადვოკატის თანდასწრებით მოხდება. ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულისთვის პატიმრობას მოითხოვს.

შსს-მ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 25 წლის გოგო საკუთარი შვილების თანდასწრებით გამოასალმეს სიცოცხლეს. ბრალდებული დედის ყოფილი ქმარია. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ციხიდან ახალი გამოსული იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: