აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს

16:54 04-15-2018
1204
თეგები: სირია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს. ინფორმაციას დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთის შეიარაღებული ძალები სირიელი ხალხის დასაცავად მზად არიან. საჭიროების შემთხვევაში კი სირიაში პროფესიონალი სპეციალისტებსაც გაგზავნიან.

ოკუპირებულ სოხუმში აცხადებენ, რომ სირიაში დღემდე ცხოვრობენ აფხაზები, რომლებიც ქვეყანაში მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ომის შემდეგ დასახლდნენ და მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი მფარველების არაადამიანური ქმედებების მსხვერპლი ხდებიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გმობს სირიაში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას.

ავტორი: