ვეფხვია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა - მკვლელობა ბარნოვზე

19:50 04-15-2018
2579

ბარნოვის ქუჩაზე, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, ვეფხვია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსით 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს  და სასჯელის სახით 20-მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ დრომდე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დანაშაულის სისასტიკიდან გამომდინარე საგამოძიებო ორგანომ ბრალის დამძიმების გაადწყვეტილება მიიღო. 

შეგახსდენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძეს ბრალი ედება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილების თავლწინ მოკლა.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი