ბაქრაძის მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს

20:29 04-15-2018
445

ბარნოვის ქუჩაზე,  მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, ვეფხვია ბაქრაძის მიმართ ბრალის დამძიმების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცველელად გთავაზობთ.

„საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობა,  ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.  პროკურატურა 16 აპრილს მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმარართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსდენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძეს ბრალი ედება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილების თავლწინ მოკლა.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი