სალომე ტატიშვილის საქმეზე მხარეები დრეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

10:43 04-16-2018
431

ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს მეორე სხდომას გამართავს, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

პროკურატურა და დაცვის მხარე კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას საკუთარ არგუმენტებზე და სასამართლოს მათი პოზიციების გაზიარებას სთხოვენ.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურის ერთ-ერთ ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა.

გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანი შეჯახებისას ნასვამი იყო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კი განაჩენში განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებები საკმარისი არ იყო.