(Exclusive) როდის ტირის „მის საქართველო“ – „არავისთვის მიღალატია, პრინციპებისთვისაც კი“

12:03 04-16-2018
841

პროფესიით პიარმენეჯერია. უყვარს ცურვა და წერა. ჰყავს კალათბურთელი ძმა, ბექა წივწივაძე, მოდელი რძალი, მანიკა ასათიანი და ფეხბურთელი შეყვარებული – ნიკა ჭანტურია. 4-5 წლის წინათ მოხვდა სამოდელო ბიზნესში. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მოდის კვირეულში. წელს პირველად სცადა ბედი სილამაზის კონკურსში და „მის საქართველო 2017“ გახდა. 24 წლის ნია წივწივაძე „პრაიმტაიმის“ ბლიც კითხვებს პასუხობს.

 

სახელი:- ნია

გვარი:- წივწივაძე

ასაკი:- 24

ჰობი:- მიყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ ჰობიც ბევრი მაქვს: სტატიების წერა ჩემს ბლოგზე, მოგზაურობა, ცეკვა და, რა თქმა უნდა, სპორტი, როგორც ყურება, ისე აქტიური მიმდევარი ვარ სხვადასხვა სახეობის.

ბავშვობა:- ყველაზე გამორჩეული ფერადი მოგონება, ასოცირდება ჩემს ეზოსთან, წრეში ბურთთან და ბავშვურ თავგადასავლებთან.

მოგონება, რომელსაც დღესაც იხსენებ:- 18 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ძმისშვილი გაჩნდა, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოგონება სწორედ ამ დღესთან ასოცირდება,

შიში, რომელიც ვერ დაამარცხე:- დღემდე ვერ ვსარგებლობ ლიფტით, მე-7 სართულზე ვცხოვრობ 24 წელია და მთელი ცხოვრებაა ფეხით მიწევს ასვლა-ჩამოსვლა.

რისკავ მაშინ:- ვრისკავ, როდესაც დასაკარგი მაქსიმალურად ცოტა მაქვს.

გაღიზიანებს:- ტყუილი, სნობი და უზრდელი ხალხი.

იცი:- ვიცი, რომ ბევრი რამ ჯერ არ ვიცი.

არ იცი:- ბევრი რამ, მაგრამ დღითი დღე ვსწავლობ და ვიზრდები.

შეგიძლია:- შემიძლია ყველანაირ მიზანს მივაღწიო, თუ მიზნად დავისახე და ამისთვის ბევრი ვიშრომე.

მეგობრობ:- ვიცნობ ბევრს, მაგრამ ვმეგობრობ სანდო და კეთილ ხალხთან.

აპატიებ:- გააჩნია სიტუაციას, არავინ ვიცით წინასწარ, ვინ როგორ მოვიქცევით, ყველაფერი მიპატიებია ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ მეორე შანსის დროს, ალბათ, აღარაფერს ვაპატიებ.

ტირი, როცა:- ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მინდოდა, ფილმის ცუდი დასრულებისას, მაგრამ ჩუმად.

იცინი:- ხშირად, კარგ განწყობას არ ვუჩივი.

იმსახურებ:- არ ვიცი, შეიძლება ბევრად მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ, მაგრამ ვეცდები, დავიმსახურო.

ჩხუბობ:- ვჩხუბობ უსამართლობაზე ყოველთვის, ზედმეტად პირდაპირი ვარ.

კარგავ მაშინ:- არ ვკარგავ, არც თავს და არც ადამიანებს.

გშურს:- არავისი არ მშურს, ნუ შეიძლება ოდნავ მშურდეს ადამიანების, ვისაც კარგი ხმა აქვს, ოღონდ კეთილი შურით.

ემტერები:- არავის არ ვემტერები, ალბათ, საკუთარ თავს იმ მომენტში, თუ რამე მეზარება.

გაინტერესებს:- მაინტერესებს ყველაფერი, ყველა სფერო, ყველა სტილის ადამიანი, სწორედ ამიტომ დავამთავრე ბიზნეს ადმინისტრირება, პარაელურად გამოვდიოდი ჩვენებებზე, ვწერ სტატიებს ფეხბურთზე და სხვა თავისუფალ თემებზე, ავიღე პიარმენეჯერის სერტიფიკატი, სამომავლოდ კი ბედს ვცდი ინტერიერის დიზაინში.

ვვარჯიშობ:- ხშირად, საკმაოდ გურმანი ვარ, ამიტომ ვარჯიშით ვაბალანსებ.

გრცხვენი:- როდესაც მაქებენ, ვწითლდები, არ ვიცი ხოლმე, სად დავიმალო და მადლობა როგორ გადავუხადო.

გწამს:- სიყვარულის, ღმერთის, ჩემი სარწმუნოების.

სიზმარი, რომელიც გახსოვს:- ჩემი სიზმრები ყოველთვის არარეალურია, ძირითადად ცაში დავფრინავ ან ვცდილობ, ცუნამს გადავურჩე.

გწყინს მაშინ:- უყურადღებობის მწყინს საშინლად, შეიძლება ზედმეტადაც.

ღალატობ მაშინ:- არავისთვის მიღალატია, ჩემი პრინციპებისთვისაც კი.

კამათობ:- როდესაც ვინმეს არ ვეთანხმები.

უსმენ:- იმ ადამიანების აზრს, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

კითხულობ:- ხშირად, ვცდილობ, ბევრი ვიკითხო, ხანდახან ბავშვობისდროინდელ წიგნებსაც ვუბრუნდები და ვხვდები, ყველა ასაკში სხვანაირად ვიგებ.

სიყვარული:- ყველას და ყველაფერს გადაარჩენს.

ვნება:- ძლიერი და მძაფრი ემოციაა.

გიყვარს:- მუსიკა, ცეკვა, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ცხოველები და ადამიანები, რომლებიც კარგ ხასიათზე მაყენებენ.

ოცნებობ:- ვოცნებობ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი იყოს, ვოცნებობ, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, როგორიც თითოეულ ჩვენგანს უნდა, ვოცნებობ, რომ ნაკლებად გვენახოს გაჭირვება და ტრაგედია.

მის საქართველო 2017“:- წარმოუდგენელი ოცნება, რომელსაც ყველაზე დასამახსოვრებელ სიზმარშიც ვერ დავისიზმრებდი.

კმაყოფილი ხარ:- კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, მაგრამ არასოდეს ჩემი თავით, ზედმეტად მაქსიმალისტი და მომთხოვნი ვარ.

კარგი რაც გაქვს:- არ ვარ ყალბი, არ შემიძლია თავის მოჩვენება და ხელოვნურად ადამიანთან ურთიერთობა.

გენატრება:- ბავშვობა და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი გავატარე.

ეჭვიანობ მაშინ:- თუ რეალური მიზეზი მაქვს. ისე იშვიათად.

ალამაზებ:- ალბათ, ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხს.

იტყუები, როცა:- ამას საჭიროება მოითხოვს, მაგრამ ზოგადად იშვიათად, რომ მოვიტყუო.

ხვალ, რომ წყალდიდობა მოხდეს:- ვეცდებოდი, დაზარალებულ ხალხს, როგორც შემეძლებოდა, დავხმარებოდი.

სამომავლო გეგმები:- უამრავი. ამას მომავალში გაიგებთ!

 

 

ავტორი: სესე კოპალეიშვილი