"გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლე ბუგიანიშვილი გავლენის ქვეშ იყო..." - გუდაურში სრიალისას გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა

14:00 04-16-2018
498

ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს მეორე სხდომას გამართავს, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

გარდაცვლილის დედა, ნინო ჟვანია და ადვოკატი მერი დაუშვილი მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლო დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში სალომე ტატუშვილის ოჯახი დავას უზენაეს სასამართლოში ან შესაძლოა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განაგრძოს:

„ჩნდება ეჭვები, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლე ბუგიანიშვილი გარკვეული გავლენის ქვეშ იყო. განაჩენი თუ არბშეიცვლება, მივმართავთ ზედა ინსტანციას, უზენაეს სასამართლოს და არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმები ქვეყნის გარეთაც, რომელსაც სამართლის დასადგენად აუცილებლად გამოვიყენებთ“ -განაცხადა გარდაცვლილის დედა ნინო ჟვანიამ პროცესის დაწყებამდე. 

ადვოკატ მერი დაუშვილის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად უნდა შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შეიქმნება საშიში პრეცენდენტი დაუსჯელობის მხრივ:     

„მოსამართლემ ჰიპოთეტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით დააყენა გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია, გიორგი ლიპარტელიანი სალომე ტატიშვილს დაეჯახა იმის გამო, რომ შუა სრიალის დროს, მაგალითად ფეხი წამოკრა რაიმეს, ან თავად სალომე მოძრაობდა ოსე, რომ ხელი შეუწყო შეჯახებას. თუმცა დაკუთხული 15 მოწმიდან, რომელიც ფაქტის უშუალო მომსწრეა, არ მიუთითებს, რომ თავად სალომეს მოძრაობის ტრაექტორია იყო ისეთი, რომ აღნიშნული შეჯახების პროვოცირება მოეხდინა. მსჯელობა დაისაბითებელია და სააპელაციო  სასამართლომ აუცილებლად უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება, რადგან ეს ქმნის საშიშ პრეცენდენტს ქვეყანაში დაუსჯელობის მხრივ“- განაცხადა ადვოკატმა.

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურის ერთ-ერთ ტრასაზე შეეჯახა, შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულოს მშობლების განმარტებით ლიპარტელიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ამან გამოიწვია. სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე გიორგი ლიპარტელიანის მიმართ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, გამამართლებებლი განაჩენი დააყენა. ოჯახმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

ნინა რაზმაძე