აუქციონზე ჯასტინ ბიბერის სავარცხელის სასტარტო ღირებულება ცხრა ათასი დოლარია

15:00 04-16-2018
206

აუქციონის, Rock & Roll Pop Culture Auction ორგანიზატორები, ვარაუდობენ, რომ მომღერალს, ჯასტინ ბიბერს, ჯერ კიდევ ჰყავს, თაყვანისმცემლების დიდი არმია. ამ ფაქტის დამადასტურებელია, სავაჭრო საგამოფენო აუქციონი, სადაც ჯასტინის, კუთვნილი სავარცხელის სატარტო ღირებულება, რომელსაც ბავშვობაში იყენებდა, 9 ათას დოლარად შეფასდა.   

აუქციონი, 11 აპრილიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გასტანს. ჯასტინის კლოპს, One Less Lonely Girl, რომელიც მის ბავშვობაშია გადაღებული და სავარცხელი, რომელიც მისი კუთვნილება იყო, გასულ წლებში, მისი აუქციონზე გატანის დროს, არც ერთი ბიჯი, არ ჰქონია, ამ ეტაპზე კი, ცხრა ათას დოლარად შეფასდა. სავაჭრო აუქციონზე, ფანებისთვის, ასევე წარმოდგენილი იყო,  ცნობილი ვარსკვლავების კუთვნილი, სხვადასხვა სახის სუვენირები, მათ შორის:

ლედი გაგას კოსტიუმი, რომელიც 2017 წლის სუპერ-ბოულზე გამოსვლის დროს ეცვა - 15 000 დოლარად არის შეფასებული. 

ჯორჯ მაიკლის ტყავის ქურთუკი, კლიპიდან Faith - რომლის სასტარტო ღირებულება, 20 000 დოლარია. 

მაიკლ ჯექსონის ნიღაბი, რომელსაც მომღერალი ატარებდა - 3 000 დოლარი. 

ელვის პრესლის ოქროს პერსტენი - სასტარტო ღირებულება 6 000 დოლარი. 

შეგახსენებთ, ჯასტიბ ბიბერის ბავშვობაში გადაღებული კლიპის, One Less Lonely Girl-ის ვიდეორგოლს.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები: 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე