"Freedom House-ს ხელმძღვანელობა არ იყო კმაყოფილი დასკვნის პირველი ვარიანტით..." - მამუკა არეშიძე (ვიდეო)

17:15 04-16-2018
150

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში Freedom House-ს ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა.

ექსპერტი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია 500 000 დოლარიან „ჰონორარზე“, რომელიც სავარაუდოდ გადაუხადეს ამ ორგანიზაციასთან დაახლოებულ პირს.

"დასავლური ჟურნალისტური ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მას მერე, რაც დავინტერესდი დასკვნის პირველი ვარიანტით, რომელიც ეხებოდა ჯერ აზერბაიჯანს, მერე საქართველოს. შევამჩნიე ბევრი ისეთი რამ, რაც კონიუქტურული მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მივხვდი, რომ არ იყო გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო ხელოვნურად შექმნილი. ამის შემდეგ, ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინეს ცემმა კოლეგებმა. მაგალითად, პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპულ მიმართულებას და ჩვ ენი რეგიონის მიმართულებას, ამ პიროვნებაზე გავიდნენ მოკლედ და დაადგინეს, რომ რბილად რომ ვთქვათ, კეთილსინდისიერად არ იქცეოდა ამ დასკვნის შედგენისას. ის, რომ ვიღაც წყალს ამრღვრევდა, ეტყობა დასკვნის საბოლოო ვარიანტსაც, სადაც აბსოლუტურად შეცვლილია პათოსია და აბსოლუტურად შეცვლილია და საჩოთირო მომენტები ამოღებულია. ამ საქმეში დაიხარჯა თანხა. ვინ აიღო, გამიჭირდება თქმა, თუმცა დასახელებულია 500 000 დოლარი. ვიცი, რომ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა ეს პიროვნება. Freedom House-სნაირ ავტორიტეტულ ორგანიზაციას არ ჰქონდა უფლება, რომ ვიღაც კონკრეტულ პიროვნებებისთვის მიენდო ამ დასკვნის გაკეთება. ის, რომ  Freedom House-ს ხელმძღვანელობა არ იყო კმაყოფილი, ადასტურებს ის, რომ საბოლოო დასკვნაში შეცვლილია პათოსი", - განაცხადა არეშიძემ. 

მისი თქმით, პირვანდელი დასკვნა ძალიან აგონებდა "ნაციონალური მოძრაობის" მესიჯ ბოქს, თუმცა მტკიცებით ვერაფერს იტყვის.