ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

10:58 04-17-2018
88

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილის მამამ ზვიად გამრეკელაშვილმა განაცხადა, მისი შვილიშვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, ჯერჯერობით ოჯახი ბავშვების ნახვისგან თავს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩაინიშნა. 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.