დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით კი ეტაპობრივად მოხდება მაღალი ძაბვის ხაზების მიწაში ჩადება და საბოლოოდ იმ ტერიტორიაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და გაუმჯობესდება:
"ეტაპობრივად მოხდება მაღალი ძაბვის ხაზების მიწაში ჩადება. ახლოს მცხოვრები ადამიანები წესით და რიგით ახლოს არ უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა დარღვევით ხდებოდა ნებართვების გაცემა. ეს ხდებოდა მშენებლობების დროს. ახლაა პრობლემა, რომ ძალიან ახლოს გადის ეს ხაზები მაცხოვრებლებთან. სამუშაოების ჩატარება უსაფრთხოდ მოხდება. რაც შეეხება ხარჯებს, მერია თელასს ხარჯებში შეეხიდება, თუმცა ძირითად თანხებს თელასი გაიღებს" - განაცხადა ელოშვილმა.