თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა საბაგიროებთან დაკავშირებით განსახორციელებელ სამუშაოებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით სატრანსპორტო მასტერპლანების დასრულების მიზნით იმ არეალების დადგენა მიმდინარეობს, სადაც დიდი ტურისტული ინტერესია:
"რამდენიმე მიმართულებაზე მიდის მუშაობა. ჩვენ ახლა გენგეგმის განახლებულ ვერსიაზე ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს სატრანსპორტო მასტერპლანის დასრულება. საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც ტურისტული განსაკუთრებით დიდი ინტერესებია, ისტორიულ ნაწილში. შესაბამისად, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს“, - განაცხადა ელოშვილმა.