გერის მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 20,000ლარიანი გირაოს გადახდა შესთავაზა

13:45 04-17-2018
2919

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს.  მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან ერთად სასამართლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზეც მსჯელობს. პროკურატურამ  ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა სასამართლოს 20,000ლარიანი  გირაოს გადახდა და პასპორტის ჩაბარება გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ შესთავაზა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმაც ასევე გირაოს გადახდის სანაცვლოდ მოითხოვა ბრალდებულის გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.