ჰოლივუდში ჯერ კიდევ არ წყდება ბრძოლა, სექსუალური ძალადობის და შევიწროვების წინააღმდეგ. მსხვერპლი ქალბატობების რაოდენობა, დღითი დღე იზრდება. ამ სკანდალს, მოდის ინდუსტრიის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი და ფოტოგრაფი, კარლ ლაგერფელდი გამოეხმაურა და საკუთარი აზრი, დააფიქსირა.
გამომცემლობა Numéro-სთან ინტერვიუში, კარლმა, ის მოდელები გააკრიტიკა, რომლებიც ფოტოგრაფებს, დიზაინერებს და სტილისტებს, სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს.
მისი განცხადებით, ამ სკანდალების გამო, უამრავი ცნობილი პროფესიონალი, სამსახურის გარეშე დარჩა. მათ შორის არიან, ფოტოგრაფები, მარიო ტეჩინო და ბრუს ვებერი.
მეც კი მომწვდნენ, მე ვინც ბრალს მდებს, 20 წელი დასჭირდათ, იმისთვის რომ გაეხსენებინათ მომხდარი ინციდენტები. არავინ არ ფიქრობს, რომ ამ საქმის მოწმეები, უკვე აღარ არსებობენ. მე. მათი არც ერთი განცხადების, არ მჯერა. თუ თქვენ, არ გაქვთ სურვილი, ფოტოსესიის დროს გაშიშვლეთ - არც იფიქროთ მოდელის პროფესიაზე. მონასტერში მიბრძანდით, იქ ყოველთვის მოიძებნება, თქვენთვის, უსაფრთხო ადგილი - აცხადებს 84 წლის დიზაინერი.