ადვოკატი: თეიმურაზ ბაქრაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს გავასაჩივრებთ

14:59 04-17-2018
2100

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან ერთად სასამართლომ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელა. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდებულებს: ვეფხია და თეიმურაზ ბაქრაძეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ მორიგი პროცესი 2018 წლის 6 ივნისს ჩანიშნა.

თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით განაჩეს არ ეთანხმებიან და გაასაჩივრებენ.

„მშრომელი უპატიოსნესი კაცია, კანონთან არასდროს შეხება არ ჰქონია, არანაირი სამხილი არ გაუნადგურებია. თეიმურაზმა დაკავებამდე ორი საათით ადრე შეიტყო დანაშაულის შესახებ. განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“ -განაცხადა ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა. გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.