წინა ხელისუფლებას ჰქონდა არაადამიანური და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა სლოგანით „ყველა ციხეში“ - ანა ნაცვლიშვილი

16:39 04-17-2018
267

შეწყალების  კომისიის წევრები და პრეზიდენტის მრჩევლები ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებს ხვდებიან. 

შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით გარკვეული დროის განმავლობაში პრეზიდენტის შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა და ამ პერიოდს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა დაიწყოს აქტიური კონსულტაციები იმ ადამიანებთან, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ ამ თემებზე.                            „ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები იმ ადამიანებთან, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ ამ თემაზე და ფლობენ კონკრეტულ ცოდნას და დაეხმარებიან შეწყალების კომისიას, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, რადგან სტანდარტები იყოს მაქსიმალურად მაღალი. დღეს ვხვდებით ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რადგან მათგან მივიღოთ კონკრეტული რჩევები, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში. ხვალ გაიმართება შეხვედრა სასჯელაღსრულების მინისტრთან, იმ შავი პიარისა და იმ ცალსახად კამპანიური განცხადებების ფონზე, რომელიც გაკეთდა. მისასალმებელია მინისტრის ძალიან კონკრეტული და საქმიანი წინადადება, რომელსაც მაშინვე მოყვა გამოხმაურება ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის მხრიდან. შეხვედრები გაგრძელდება, მაქსიმალურად ვეცდები, რომ ცოტა დრო გამოვიყენოთ ამისთვის, რადგან არის ბევრი ადამიანი, რომელიც ელოდება პროცესის განახლებას. წინა ხელისუფლებას ჰქონდა სრულიად არაადამიანური და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა სლოგანით „ყველა ციხეში“. - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.