წლის ყველაზე უცნაური კოლაბორაცია - ვიქტორია ბექჰემი "Reebok" და შაკილ ო'ნილი

17:12 04-17-2018
321

44 წლის დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი, ყველასათვის ცნობილია, როგორც მაღალი მოდის, კლასიკური და დახვეწილი სტილის ფეხსაცმლის, დიდი მოყვარული. სწორედ ამიტომ, უცნაურია, ის ფაქტი, რომ დევიდ ბექჰემის მეუღლემ, Reebok-ის სპორტიულ ბრენდთან გაფორმებული კონტაქტი, გასული წლის შემოდგომაზე შეწყვიტა.

ამ ეტაპზე კი, შეგვიძლია ვიხილოთ, იმ არაჩვეულებრივი კოლაბორაციის (თანამშრომლობის) რეზულტატი, სადაც, ასევე მონაწილეობდა, ცნობილი კალათბურთელი, შაკილ ო'ნილი. 

ვიქტორიასთან ერთად, ფოტოსესიაზე, შაკილ ო'ნილიც პოზირებდა, რომელიც მოდელზე იმდენდ მაღალია, რომ ფოტოს გადაღების დროს, ვიქტორია, მხრებამდე რომ მისწვდომოდა, ყუთის დადგმა დასჭირდათ. 

ვიქტორიას და Reebok-ის ბრენდის ერთობლივი კოლექცია, 90-იანი წლების მოდას მოგვაგონებს, ფაქტია, რომ მსოფლიო ბრენდი, გასული წლების მოდას უბრუნდება.

პირველი, ვინც ვიქტორიას კოლექსიის სამოსი მორგო, ვიქტორიას და დევიდის ვაჟი, რომეო გახდა. ბექჰემმა, კომპანიის წევრებთან გადაღებული პრომო-ფოტო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. კოლექციის პრეზენტაციას, ვიქტორის, სამივე ვაჟი ესწრებოდა.   

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე