სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი დაიკითხა

18:44 04-17-2018
79

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს. დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დევდარიანის განცხადებით, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სიმართლე დადგინდეს:

„პრესკონფერენციაზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან.  მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი მხრიდან სამართლებრივი გზაა" - აცხადებს "სიდას" ყოფილი დირექტორი.

ადვოკატის განმარტებით, დევდარიანისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და კომენტარებისგან თავს შეიკავებენ.

დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა ჯერ კიდევ 3 აპრილს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, რომ სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებდა.

ავტორი: