პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს, სადაც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ პრაიმტაიმის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის მიერ მკვლელობის მცდელობისთვის შეწყალებულ პირს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობდა, რომ საქმე გასაჩივრებული იყო.
სულ ცოტა ხნის პრაიმტაიმს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მათთვის არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც სხვა რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავის, არასდროს მიუმართავს.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, საუბარია 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე. შეწყალებული პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერაც მიმდინარეობს.