„ცოტა კადრის და კვალიფიკაციის ნაკლებობაა სასჯელაღსრულების სამინისტროში და დასკვნები გაიცემა ზედაპირულად და ეს არ ასახავს რეალობას“, - ამის შესახებ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა და ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეწყალების კომისიის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი კომისიის წევრებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ კარგი იქნება მათ შორის საზოგადოებისთვის და შემდეგ უკვე კომისიაც გაუადვილებს მუშაობას თუ იქნება დაწერილი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება თითოეული საქმე, რისკების შეფასებაც ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება და გადაწყვეტილებაც დაეფუძნება ამ მსჯელობას. ბუნებრივია ყოველთვის არსებობს რისკები, რონ შეწყალებული ან ციხიდან გამოსული ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ რისკების შემცირება და გვინდა, რომ კომისიამ შეძლოს ამ რისკების შეფასება და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. კრიტერიუმები შესაძლებელია იყოს მრავალმხრივი მაგალითად როგორი ბუნება ჰქონდა დანაშაულს, იმიტომ რომ, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული განსხვავდება სხვა დანაშაულებისგან. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დანაშაული რა მოტივით იყო ჩადენილი. მათ შორის მნიშვნელოვანია როგორ ახასიათებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. აქაც გვაქვს პრობლემები“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
მიხეილ ჯანგიშერაშვილი