მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა ვეფხია ბაქრაძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს (ვიდეო)

20:28 04-17-2018
117

ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვლის მიერ მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა, ზვიად გამრეკელაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს უვადო პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

ამის შესახებ მოკლულის მამამ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა. 

"უვადო პატიმრობა იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან გამართლებული. როგორც ჩვენ უნდა ვუყუროთ მთელი სიცოცხლე შვილს მიწაში, წარმოდიგინეთ, რომ იმან ისიც კი გათვალა, რომ ალბათ გამოუჩნდება ვინმე და შეიწყალებენ. ასეთი ადამიანის გარეთ სიარული როგორ შეიძლება?!", - აცხადებს მოკლულის მამა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე