"პრაიმტაიმი" გთავაზობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე #109-ე საჯარო ბაღის დემონტაჟი მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საჯარო ბაღში ხმაურია. მოსახლეობამ ავტომობილების სავალი ნაწილი გადაკეტა. შეკრებილები 109-ე საბავშვო ბაღის დემონტაჟს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღი ავარიულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული კომერციული ინტერესები დგას.
ადგილზე იმყოფებიან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და რაიონის გამგებელი. მათი თქმით, ბავშვების უსაფრთხოების გამო, ბაგა-ბაღის დემონტაჟი აუცილებელია და შესაბამისი დასკვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა.