ადვოკატი ირმა ჭკადუამ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" მისი დაცვის ქვეშ მყოფის ისტორიაზე მოყვა, რომელიც მეუღლე დაკავებულია ძალადობის გამო.
"დაკავების წინ მეუღლე გოგოს დაემუქრა, რამდენი ხნით დამიჭერენ, გამოვალ და მაინც მოგკლავო. არცერთ ჩვენგანს არ გვიფიქრია, რა მოხდება ქვეყანაში, როდესაც თავს იწონებს სტატისტიკით, როდესაც ამდენი დააკავეს, რამდენი მოძალადე ადამიანია ჩვენს ირგვლივ და როდესაც ისინი გამოვლენ ციხეებიდან, რა შეიძლება მოხდეს და რა დღეში აღმოჩნდნენ მათი მეუღლეები", - განაცხადა ჭკადუამ.